07 მაი 2026
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაშა ბერიძეს შვიდი წელი მიესაჯა, ირაკლი შაიშმელაშვილს ორი წელი, ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, გური ჟვანიასა და ნიკა გვენცაძეს ხუთ-ხუთი წელი.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დაკავებულებს ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ.