07 მაი 2026
საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა შედგა.
სხდომაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას და შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს როლზე ისაუბრა.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.