07 მაი 2026
„სტრიქონებს შორის ჩატეული სამყარო“ ამ სახელწოდებით შუახევში პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის დარბაზმა უმასპინძლა. საღამოში მონაწილეობდნენ პოეტები მცხეთიდან, თბილისიდან, ზესტაფონიდან და გურიიდან.
მონაწილეებმა მსმენელს საკუთარი შემოქმედება გააცნეს და ლექსებით სავსე ემოციური საღამო აჩუქეს.
შეხვედრა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ბენდმა „117“-მა მუსიკალურად გააფორმეს. ღონისძიების დასასრულს მონაწილე პოეტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.