07 მაი 2026
ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლონ. მათ სხვადასხვა მუხლებით აქვთ ბრალი წარდგენილი.
განაჩენის გამოცხადებამდე ოპოზიციონერი ლიდერების საქმეზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება.