ლატვიაში ორი რუსული ჩამოვარდა

07 მაი 2026

ნატოს წევრ ლატვიაში რუსეთის ტერიტორიიდან  ორი დრონი შეფრინდა. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა ეროვნულ მაუწყებელს განუცხადა, რომ დრონები, სავარაუდოდ, უკრაინამ რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გაუშვა. დღეს დილით, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე რეზეკნეში, ოთხი ცარიელი ნავთობის ავზი დაზიანდა.

ნაპოვნია ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევებიც. მეხანძრეებმა ერთ-ერთ ავზში  30 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩენილი ხანძარი  ჩააქრეს.

ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთის საზღვართან ახლოს  დასახლებებში მცხოვრებლებს დრონების შესახებ გააფრთხილა  და სახლში დარჩენა სთხოვა. მარტის ბოლოს რამდენიმე უკრაინული დრონი ლატვიისა და მისი  მეზობლების, ესტონეთისა და ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

ერთი ადგილობრივი ელექტროსადგურის საკვამურს მოხდა, მეორე კი გაყინულ ტბაში ჩავარდა და აფეთქდა.უკრაინული დრონები, სავარაუდოდ, რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის იყო გაშვებული.

ბალტიის სამ ქვეყანას არასდროს დაუთმიათ უკრაინისთვის თავიანთი ტერიტორიები და საჰაერო სივრცე რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად - განაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა აპრილში.