ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

07 მაი 2026

9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დრონებით თავდასხმის შედეგად. დაშავებულთა შორის 70 და  47 წლის ქალები და 60 წლის კაცია. ქალაქის კერძო სექტორში 38  საცხოვრებელი სახლია დაზიანებული - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ თავდასხმის ადგილზე  საგანგებო სამსახურებია მობილიზებული.  

რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა სუმის რეგიონზეც.

დაიღუპა 56 წლის ადგილობრივი მკვიდრი. დრონებით თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რეგიონის 5 რაიონს არტილერიითა და დრონებით 30-ჯერ შეუტიეს.