აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვატიკანში ჩავიდა

07 მაი 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვატიკანში ჩავიდა. რუბიო რომის პაპთან შეხვედრაზე ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცდება, რადგან პრეზიდენტი  ტრამპი ირანის ომის გამო კათოლიკე ლიდერზე დამამცირებელი თავდასხმების სერიას აგრძელებს. ეს პაპსა და ტრამპის კაბინეტის წარმომადგენელს შორის თითქმის ერთი წლის განმავლობაში პირველი შეხვედრაა.

დახურული შეხვედრა  სავარაუდოდ  ნახევარი საათი გაგრძელდება. რუბიო შემდეგ ვატიკანის უმაღლეს დიპლომატს, იტალიელ კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდება. პაპი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომისა და ტრამპის ადმინისტრაციის ანტიიმიგრაციული პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსია.

ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა ცრუ ვარაუდი გამოთქვა, რომ პაპისთვის ნორმალურია ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და თქვა, რომ პაპი ამის გამო ბევრ კათოლიკეს საფრთხეს უქმნის.

ლეო მე-14-ემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მშვიდობისთვის ქრისტიანული გზავნილით გამოდის და მტკიცედ უარყოფს ირანის ბირთვული იარაღის მხარდაჭერას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ამორალურად მიიჩნევს.