ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

07 მაი 2026

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ ფორმატში წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ საქართველოში გამოვლენილ იქნა ჯაშუშობის ფაქტი. დაკავებული არის საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალების შესაბამისად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას. დღევანდელ პროცესზე განხილული იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა.