07 მაი 2026
UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას 21 ივნისს ბრაზილიელ ვინისიუს ოლივეირასთან ჩაატარებს. ქვემსუბუქი დივიზიონის შეხვედრა ლას ვეგასში გაიმართება.
37 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში მოიგო, მან ალექს კასერესი დაამარცხა, შემდეგ კი არნოლდ ალენთან, დავიდ ონამასთან და კევინ ვალეხოსთან წააგო.
საერთო ჯამში, MMA-ში ჭიკაძის ანგარიშზე 15 მოგება და 6 მარცხია.
რაც შეეხება ვინისიუს ოლივეირას, 30 წლის ბრაზიელიელმა კარიერაში 27-ჯერ იჩხუბა და 23-ჯერ გაიმარჯვა.