07 მაი 2026
ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა ნანა ხორავამ. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხორავამ ატაცში 108 კილოგრამი დაძლია, რაც ტურნირზე საპრიზო ადგილისა და ვიცე-ჩემპიონობის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. აკვრაში ნანა ხორავამ 126 კილოგრამის დაძლევა შეძლო. ამ მაჩვენებლით სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა.
ორჭიდის ჯამში 234 კილოგრამით ნანა ხორავას პლანეტის პირველობაზე ასევე მეოთხე ადგილზე გავიდა. მანამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ატაცში რევაზ მილდიანმა მოიპოვა.