07 მაი 2026
„პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში „ბაიერნთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მორიგი საგოლე მოქმედება ჩაიწერა.
ქართველმა შემტევმა ეს შეხვედრაც მე-3 წუთზე საგოლე შეტევა განავითარა, რომელიც უსმან დემბელემ გოლად აქცია.
„ბაიერნი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაათანაბრა. გოლი ჰარი კეინმა გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 6 ასისტია, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია, მიმდინარე ტურნირზე ქართველი ფეხბურთელი 16 საგოლე მოქმედებებით კილიან მბაპეს დაეწია და მეორე ადგილზეა.
ამავე დროს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პლეი ოფის ზედიზედ მე-7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება ჩაიწერა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარი სენ-ჟერმენსა“ და „არსენალს“ შორის 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.