დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოების განცხადება

07 მაი 2026

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით,  ორ ადამიანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა მას შემდეგ, რაც ისინი ბრიტანეთში დაბრუნდნენ  საკრუიზო გემიდან, რომელზეც ჰანტავირუსის, იშვიათი სასიკვდილო დაავადების აფეთქება მოხდა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ  განაცხადა, რომ ემ-ვი ჰონდიუსის ბორტზე მყოფი ბრიტანეთის არცერთ მოქალაქეს არ აღენიშნებოდა სიმპტომები, თუმცა ისინი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გემი, რომლის ბორტზეც თითქმის 150 ადამიანი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, სამი დღის განმავლობაში ესპანეთის ტენერიფეში  შევა. გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი.