რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავს

07 მაი 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანონ თანამშრომლები კიევიდან, მოსკოვის შესაძლო დარტყმის შემთხვევაში, რომელიც უკრაინის მიერ 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩაშლის ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ განხორციელდება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას... მოეკიდონ ამ განცხადებას უდიდესი პასუხისმგებლობით და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის დროული ევაკუაცია კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევზე საპასუხო დარტყმის გარდაუვალობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ზახაროვას განცხადებით,  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე „აგრესიული და მუქარის შემცველი განცხადებები“ გააკეთა 9 მაისის აღლუმის  ჩაშლის შესახებ.