„სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის" - ტრენინგ-სემინარი

07 მაი 2026

„სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ - სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სტუდენტებისთვის ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები დაეუფლებიან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობებს.

სახელმწიფო მინისტრმა, ღონისძიების გახსნითი სესიის ფარგლებში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპაციის შედეგად არსებულ გამოწვევებსა და ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელებულ ძალისხმევაზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანის განცხადებით, სამშვიდობო სკოლის პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი თემატური სესიების ფარგლებში მიიღონ ინფორმაცია და სამშვიდობო პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და კომპეტენტურ ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.