„ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" - საგანმანათლებლო პროექტი დასრულდა

07 მაი 2026

„ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ - ცენტრალური საარჩევნო კომისიისა  და საარჩევნო სისტემების სწავლების ცენტრის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დასრულდა. 

პროექტის მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ და  „სკოლის საარჩევნო ამბასადორის“ სტატუსი მიენიჭათ. საპილოტე პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ ერთი თვის განმავლობაში  მიმდინარეობდა. პროექტში დედაქალაქის მასშტაბით VII-X კლასების, 900-ზე მეტი  მოსწავლე მონაწილეობდა.

ახალგაზრდებმა სამდღიანი  კურსის განმავლობაში შეისწავლეს  არჩევნების არსი, მედიაწიგნიერების საფუძვლები, ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობა და გაიღრმავეს ცოდნა სასკოლო თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შესახებ.