07 მაი 2026
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი მიმტანებისთვის. გადამზადების კურსის მიზანი მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა და იგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩაატარა. სასწავლო პროცესში 20 მიმტანი მონაწილეობდა.
ტრენინგის მსვლელობისას მათ გადამზადება გაიარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის როგორიცაა მაგიდის სერვირება, შეკვეთის მიღების სტანდარტები, სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი, სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი, კერძების აღწერის წესები და კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
ტრენინგების მიზანი რეგიონში დასაქმებული მიმტანების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული დონის ამაღლებაა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრენინგები დაგეგმილია ბარმენებისთვის, მზარეულებისთვის, გიდებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის.