ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი

07 მაი 2026

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის მდგომარეობას გაეცნო ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი.

ჯამში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომპლექსური სამუშაოები 636 ჰა ფართობზე განხორციელდა. დაირგო 345 ათას 530 სხვადასხვა სახეობის ნერგი და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განხორციელდა. 

დღეისათვის ნახანძრალი ტყის ფართობებზე პერიოდული მონიტორინგი ხორციელდება, მდგომარეობა დადებითად ფასდება და ამ ეტაპზე აქტიურ ჩარევას არ მოითხოვს.