07 მაი 2026
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. საუბარია სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებზე.
კლინიკაში არსებულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს პირადად გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ ექიმებთან ერთად განიხილა პროგრამის ახალი კომპონენტის ეფექტურად მართვის საკითხები.
მინისტრის განცხადებით, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი.
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციით, ასევე ინსტრუმენტული კვლევებით.