07 მაი 2026
შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პორტუგალიისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
ორივე გემთმფლობელი კომპანია დააჯარიმეს, მათ 100-100 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.