07 მაი 2026
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გურჯაანში წარსულში ნასამართლევი დააკავეს.
ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.