4 ოქტომბრის საქმეზე შესაძლოა დღეს განაჩენი გამოცხადდეს

07 მაი 2026

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. 

პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლონ. მათ სხვადასხვა მუხლებით აქვთ ბრალი წარდგენილი.