07 დეკ 2025
ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენა დღეს დასრულდება. მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე ორმხრივი შეხვედრების ფორმატში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი ბიზნეს კონტაქტები დაემყარებინათ და ერთმანეთის პროდუქციას გაცნობოდნენ. ღონისძიებაზე წელს 80-ზე მეტი კომპანია ჩაერთო, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური. საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია Expo Batum-ია. სამშენებლო მასალების გამოფენა ბათუმში ყოველწლიურად ტარდება.