ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში

06 მაი 2026

საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.

ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება - მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია ახორციელებს.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ანაკლიის ნავსადგურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.  

მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.