შალვა პაპუაშვილის შეფასება ევროპარლამენტზე

06 მაი 2026

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზე დასმულ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროპარლამენტის სახით გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია. 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტთან ქართულ მხარეს სულ უფრო ნაკლები სასაუბრო რჩება, რადგან ღირებულებებით ორ განსხვავებულ პოლისზე ვართ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და იმასთან რაც ახლა ევროპარლამენტში ხდება ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს.