06 მაი 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და კომაროვის სკოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საიუბილეო ღონისძიების მონაწილეებს კომაროვის სკოლის 60-წლიანი განვითარების ისტორია, მნიშვნელოვანი ეტაპები და კურსდამთავრებულთა მიღწევები სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში კომაროვის სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ.