შუახევის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „მარეთობა“ საზეიმო ვითარებაში აღინიშნა

06 მაი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „მარეთობა“ საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ტრადიციული ზეიმი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ  პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად იზეიმეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ბენდების მონაწილეობით.

ჩატარდა კულტურული და სპორტული აქტივობები, მოეწყო მარეთის ხეობის ტრადიციების ამსახველი ფოტოგამოფენა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ „საპატიო მარეთელები“ და წარმატებული მოსწავლეები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თემის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ზეიმის ფარგლებში ოფიციალურმა პირებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.