სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

06 მაი 2026

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს - დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე, გიორგი ჯოხაძეს, თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება.

სასამართლოს შენობასთან პოლიციის მობილიზება იყო . ადგილზე შეკრებილები იყვნენ ბრალდებულებისა და მოკლული ბიზნესმენის ახლობლები.

ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში, ბრალდებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.