06 მაი 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზით მონტენეგროში იმყოფება, ხვალ შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.
ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი მონაწილეობს, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდება.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.