06 მაი 2026
აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სენაკში. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მთავრობის წევრებთან და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დევნილებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის პროგრამების შესახებ, რომლებიც მათი ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.