დავით სონღულაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

06 მაი 2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მაჯნუნ მამედოვთან გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანს შორის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და მიმდინარე სამუშაო ფორმატები მყარ საფუძველს ქმნის პარტნიორობის გაღრმავების და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.