სულხან თამაზაშვილი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

06 მაი 2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად,  საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორთან, თენგიზ სისაურთან და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელოვან როლს საგამოძიებო პროცესში და აღნიშნა, რომ ლაბორატორიული კვლევები დანაშაულის დროულ და ეფექტიან გახსნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 

შეხვედრის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი გაეცნო დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებს და დეტალური ინფორმაცია მოისმინა ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.