06 მაი 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და პერსონალს შეხვდა.
მინისტრს ბაჯითის ფილიალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ მიაწოდა.
გივი მიქანაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას რეფორმების განხორციელების პროცესში და აღნიშნა, რომ სამინისტრო კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.