„ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ნაწილია“ - გიგლა თამაზაშვილი

06 მაი 2026

გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 90 მილიონი ევროს ღირებულების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სრულფასოვან რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გააცნეს.

პრეზენტაციას „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.