მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა

06 მაი 2026

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა.  უწყების ხელმძღვანელმა, უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ.  

შეხვედრაზე იმსჯელეს, გასულ წელს, იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის გაფართოების შედეგად დამატებული მედიკამენტების ეფექტურობაზეც. საუბარია ანტიბიოტიკებზე, ვიტამინებზე, საინჰალაციო და სხვა პრეპარატებზე. 

როგორც აღინიშნა, მედიკამენტები მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და ხელს უწყობს დაავადების მართვას. ასევე - გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.