06 მაი 2026
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი „მონაკო“ ევროლიგას პლეი-ოფის პირველ სტადიაზე გამოეთიშა. ფრანგულმა გუნდმა პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სერია 0:3 წააგო.
ბერძნებმა მესამე მატჩიც იოლად - 105:82 მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი „მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად სეზონის მიმდინარეობისას დაინიშნა, მანამდე ის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და გუნდს, გარდა იმისა, რომ ევროლიგის პლეი-ოფში გაიყვანა, საფრანგეთის თასი მოაგებინა.