ლონდონის „არსენალი“ ფინალში 20 წლის შემდეგ გავიდა

06 მაი 2026

ლონდონის „არსენალი“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მიკელ არტეტას გუნდმა განმეორებით ნახევარფინალში შინ 1:0 დაამარცხა მადრიდის „ატლეტიკო“ და ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო, რამაც ფინალის საგზური მოუტანა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს ბუკაიო საკამ გაიტანა, რომელმაც ლეანდრო ტროსარის დარტყმულს დაამატა.

„არსენალი“ ფინალში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნს“ შორის მოგებულს შეხვდება. ამ გუნდების პირველი მატჩი პარიზში 5:4 მასპინძლებმა მოიგეს.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი თბილისის დროით დღეს 23:00 საათზე დაიწყება.