06 მაი 2026
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, 16 წლის თორნიკე შესაძლოა, გერმანულ გრანდში, მიუნხენის „ბაიერნში“ აღმოჩნდეს – ინფორმაცია როგორც ქართულ, ასევე გერმანულ მედიაში ვრცელდება.
რამდენიმე დღის წინ იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე კვარაცხელიათი „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ დაინტერესდნენ და პოზიციები ბელგიურმა გუნდებმაც მოსინჯეს.
გამოცემის ინფორმაციით, „დინამო თბილისის“ განაცხადში მოხვედრის შემდეგ თორნიკე კვარაცხელია მიუნხენში „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად გაფრინდა, რადგან გერმანული კლუბი მის გადაბირებას ცდილობს. თუმცა, ის გერმანულ გრანდში თამაშს ვერ შეძლებს, სანამ სრულწლოვანი არ გახდება.