ჰეიდარ ალიევის 103 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში

05 მაი 2026

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ,ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 103 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვიდეორგოლის ჩვენება სახელწოდებით „საუკუნის მეოთხედი: საუკუნის კონტრაქტი“ ,რომელიც ასახავს ჰეიდარ ალიევის მიერ შექმნილი საუკუნის კონტრაქტის  მნიშვნელობას რეგიონული თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასევე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს ძმები ნობელების საქმიანობას და ტექნოლოგიურ ინოვაციებს რეგიონში ნავთობის ინდუსტრიის განვითარებაში.დამსწრე საზოგადოება ასევე გაეცნო მუზეუმის ექსპოზიციას. 

ღონისძიება აჭარის მუზეუმისა და ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს  ორგანიზებით გაიმართა.