06 დეკ 2025, 11:02
0ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს, გაერო-მ უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონით დარტყმის შემდეგ მეოთხე რეაქტორის დამცავ კონსტრუქციას ხანძარი გაუჩნდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დრონი რუსულმა ძალებმა გაუშვეს.