პრემიერა ხულოს დრამატულ თეატრში

05 მაი 2026

ხულოს დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელმა ახალი დადგმა „მაცეკვე ტანგო“ იხილა.

პრემიერა 89-ე თეატრალური სეზონის ფარგლებში შედგა. წარმოდგენა ნინო მირზიაშვილის პიესის მიხედვითაა შექმნილი, რეჟისურა კი პეტრე ჩარგეიშვილს ეკუთვნის.

შემოქმედებით გუნდში ასევე მონაწილეობენ სცენოგრაფი, ქორეოგრაფი და ტექნიკური ჯგუფი, რომლებმაც სპექტაკლის ვიზუალური და მუსიკალური მხარე შექმნეს. ერთმოქმედებიანი კომედია ორ ოჯახს შორის ურთიერთობებს, თანამედროვე გამოწვევებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილ, ხშირად კომიკურ სიტუაციებს ასახავს.

სცენაზე განვითარებული მოვლენები იუმორითა და ემოციით გადმოსცემს პერსონაჟების ურთიერთობებს და მაყურებლისთვის ნაცნობ რეალობას ასახავს. პრემიერა 17:00 საათზე დაიწო. წარმოდგენამ მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.