საზეიმო ღონისძიება მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

05 მაი 2026

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში ღონისძიება გაიმართა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს იმ სპეციალისტების ღვაწლს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მალარიის ელიმინაციის პროცესში. 

მაღალი პროფესიონალიზმისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. 

ღონისძიებაზე წარადგინეს პრეზენტაცია და ფილმი - ,,ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ტერიტორიის სერტიფიცირების პროცესი საქართველოში.”