05 მაი 2026
დღეს,ქართველ პოეტის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის ზურაბ გორგილაძის იუბილეა, მას 89 წლი შეუსრულდებოდა.
პოეტი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოშია დაკრძალული, სადაც თარიღის აღსანიშნავად ოჯახის წევრები, პოეტები, მწერლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მის ხსოვნას პატივი მიაგეს, პოეტის შემოქმედება და მასთან დაკავშირებული ისტორიები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ზურაბ გორგილაძის პირველი წიგნი 1961 წელს გამოვიდა, მისი ლექსების ძირითადი თემატიკაა სიყვარული, აჭარის ისტორიული წარსული და მშობლიური კუთხის მკვიდრთა სულიერი სამყარო. მის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ სამი.