საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO

05 მაი 2026

საერთაშორისო აგროგამოფენის და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაქოში. გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, დავით სონღულაშვილმა აგროგამოფენაზე საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა.

აღინიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო აგროგამოფენები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სავაჭრო კავშირების გაღრმავებისთვის და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდისთვის.

ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.