05 მაი 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილესთან მიხეილ ანჩაბაძესთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა.
მინისტრი მეწარმეების საქმიანობასა და პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
თენგიზ ნასარიძემ ყურადღება გაამახვილა მსგავსი პროგრამების მნიშვნელობაზე, რომლებიც დევნილი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
შეხვედრაში ის დევნილი მეწარმეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩართული არიან “აწარმოე საქართველოში” პროგრამებში და მოპოვებული აქვთ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანადაფინანსება.