05 მაი 2026
ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა. ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს გამძლეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.