05 მაი 2026
ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილზე დაახლოებით 500 მეხანძრე, მაშველი და მედიკოსი იმყოფებოდა.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა აფეთქების მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.