ვითარება უკრაინაში

05 მაი 2026

რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავას ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავას საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვიტალი დიაკივნიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო ობიექტი დაზიანდა და 3 480 აბონენტი გაზის გარეშე დარჩა.

ასევე დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.