05 მაი 2026
ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აბაშის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს გააცნო.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განათლების სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.
ასევე ისაუბრეს სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესების, სასკოლო ფორმის, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცედურებზე.