„დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება" გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება აჭარაში გაიმართა

05 მაი 2026

კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება აჭარაში  გაიმართა.

მონაწილეებმა წარადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების შესახებ  მათ ხედვას.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ მტირალას, მაჭახლის, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.

კონკურსი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.