05 მაი 2026
დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეებს პრაქტიკული გასვლები ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის, ძველი ბათუმის საფეხმავლო ტურის, ღირსშესანიშნაობების, ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის მარშრუტების მიმართულებით ჩაუტარდათ.
პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული.
იგი მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს.
სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები.